გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცზადებით, რჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ საქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს. ამის შესახებ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„შუამდგომლობა ასევე, იყო აცილებასთან დაკავშირებით დაყენებული, რაზეც სასამართლომ გვითხრა, რომ ეს ადვოკატიც ჩვენი ნების საწინაამღდეგოთ დარჩება საქმეში, საქმის არასებითი გამხილვის მთელ პერიოდშიც, რაც სრული აბსურდი და უკანონობაა, ამ ნაწილში ყველანაირი უფლება დაირღვა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ უფლებების დარღვევას გენინსპექციას არ შეაფასებინებს, თუმცა მას ამის უფლება არ ქონდა, რადგან საჩივარზე ის არ არის განმხილველი.
როდესაც ადვოკატი მიუთითებს შესაძლო უფლებების დარღვევაზე ის ვალდებულია ასახოს განჩინებაში და უკვე შემდგომი სხვა ორგანომ შეფასოს იყო თუ არა უფლებების დარღვევა. საქმის წინასამართლო სხდომის განხილვამდე სასამართლომ მოგცა ერთი კვირა, რომ შესაძლო მტკიცებულებები მოვიპოვოთ და არცერთი ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა, რომ ეს ვადა არ იყო საკმარისი საქმის მოსამზადებლად“, – აღნიშნა არჩილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა. გამოძიებამ საქმეზე უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა და მათ ახალი, 109-ე მუხლი წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.