ახალი ამბები მთავარი

„უზარმაზარი გარღვევა დღეს! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის“ – ტრამპი

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, კერძოდ, ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სუვერენიტეტის გაფართოებას შეაჩერებს– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მან „ტვიტერშივე“ გაავრცელა აშშ-ის, ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი განცხადება.

„უზარმაზარი გარღვევა დღეს! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის“, – წერს ტრამპი.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა 12 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის პრინცს მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიენს შორის.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურიდან პირველი არაბული და ზოგადად მესამე არაბული ქვეყანაა, რომელსაც ისრაელთან აქტიური დიპლომატიური კავშირი ექნება.

იტვირთბა....