ახალი ამბები

გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გარდაცვლილი ჯარისკაცის, გურამ კომლაძის ოჯახს მიუსამძიმრა. “19 ოქტომბერს, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს . კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიო ნში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გურამ კომლაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გურამ კომლაძე 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის გარდაცვალებას სამოქალაქო ორგანოები იძიებდნენ. გუშინ, 20 ოქტომბერს მეტრონომ.ჯი რამდენჯერმე დაუკავშირდა თავდაცვისა და შინაგან სამინისტროს პრესამსახურებს, მაგრამ მათგან დაზუსტებული პასუხი ვერ მიიღო ჯარისკაცის ვინაობის, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა გახდა კაპრალის გარდაცვალების მიზეზი და რომელი ორგანოები იძიებდნენ ამ საქმეს. ჩვენს სააგენტოს ორივე პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათ ეს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

იტვირთბა....