ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მგონია, რომ ბაჩალიაშვილი კონკრეტულ პროექტზე არაოფიციალურად მუშაობდა და ამ პერიოდში ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა”

“23 წლის გოგონა მისი სამსახურეობრივი კავშირებიდან გამომდინარე მოკლეს და შემდეგ დადგეს მისი თვითმკვლელობის ინსცენირება. ვერანაირი კავშირი იმ ცნობილ კომპანიასა და გარდაცვალებას შორის ვერ აღმოვაჩინე. მგონია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი რაიმე კონკრეტულ პროექტზე არაოფიციალურად მუშაობდა და ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში მან მოიპოვა ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობით.”

გიორგი კაპანაძე – “presa.ge-ს რედაქტორი. 

ამის შესახებ მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....