ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ” – ამირან გამყრელიძე

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ სოფელსა და ერთ თემში გვაქვს 32 შემთხვევა, სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება. არავითარი პანიკა არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება ეპიდემიოლოგებს. ადამიანების ტესტირებისთვის გამოყვანა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში გუშინ 800-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....