ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბევრი კითხვის ნიშანია მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებითო” – ბაჩალიაშვილის დედა

მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ბევრი კითხვის ნიშანია რამიშვილთან დაკავშირებითო. ეს არის პროკურორი მარიამ გოგორელიანი. ჩამაცივდა, კაპანაძეს [ჟურნალისტს] შენ მიეცი თუ არა ის წერილიო, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის ვინ მისცა, წყარო ვინ იყო. მიიტანა იმ კაცმა, გაასაჯაროვა და გამოიკვლიონ. მქონდა სახლში მაგრამ არ ჩამითვლია, რომ რამე ისეთი იყო და ჟურნალისტმა ჩათვალა საჭიროდ, იმ წყარომ, ვინც მიაწოდა და გაასაჯაროვა, რა არის ამაში ცუდი.  ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მისი თქმით, მათი უწყებაში დაბარებების მიზანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, “რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა.”

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, საქმეში FBI-ს ჩართვა სწრაფად უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, გიორგი კაპანაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....