მთავარი ციტატა

“რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გასაჯაროებული არაა, ამიტომ სკეპტიციზმი არის”- გამყრელიძე

“რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია არ არის გამოქვეყნებული მისი შედეგები, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა რუსეთის მარეგულირებელმა ის დაამტკიცა გამოყენებისთვის. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი – მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა. 

ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე შექმნა და მის ფართოდ გამოყენებას იწყებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე მიიღო ვაქცინა.

რუსეტსი ვაქცინის შექმნას სკეპტოკურად უყურებს ასევე,  აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩიც.

იტვირთბა....