ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე შექმნა და მასობრივ ვაქცინაციას იწყებს

რუსეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე შექმნა და მის ფართოდ გამოყენებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ს ცნობით რუსეთი ვირუსის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციას ოქრომბრიდან იწყებს, ხოლო ვაქცინას პირველად ექიმები და მასწავლებლები მიიღებენ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი რუსეთის მიერ ვაქცინაციის დაწყების ჩქარი ტემპებით შეშფოთებულია და იმედს გამოთქვამ, რომ მასობრივად მის გამოყენებამდე ტესტირებას ჩაატარებენ.

ცნობისთვის, რუსეთში ბოლო მონაცემებით 800 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 14 ათასზე მეტი პირი გარდაიცვალა.

იტვირთბა....