ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინის განცხადებით, კორონავირუსის პირველი ვაქცინა რუსეთმა უკვე მიიღო

ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე მიიღო ვაქცინა. ამ შემთხვევაში მან ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა.

რუსული მედიის ცნობით, ვაქცინა დაამზადა მოსკოვის გამალიის ინსტიტუტმა.

პუტინის განცხადებით, იგი ისედაც იმედოვნებდა, რომ ყველაზე პირველს სწორედ რუსეთს ექნებოდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც მასობრივ წარმოებაში მალე ჩაუშვებდა.

„ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე მიიღო ვაქცინა. ამ შემთხვევაში მან ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. აცრის შემდეგ მას 38 გრადუსი აღენიშნებოდა სხეულის ტემპერატურა, თუმცა მომდევნო დღეს 37 დაუფიქსირდა”, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

იტვირთბა....