“გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო მისი უსაფრთხოება, ეს ორი სხვადასხვა რამაა. იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნულით ენტონი ფაუჩი რისეთში კორონავირუსის წინააღმდგებ ვაქცინის შექმნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსული ვაქცინის შემქმნელებს ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე შექმნა და მის ფართოდ გამოყენებას იწყებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე მიიღო ვაქცინა.