ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი” – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მასზე საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ზეწოლა განახორციელა. მისი თქმით, მას შემდგ რაც 12 აგვისტოს, presa.ge-ს რედაქტორმა, გიორგი კაპანაძემ 23 წის პროგრამისტის წერილი გამოაქვეყნა (“პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე) პროკურორი მისგან ითხოვდა ეთქვა, მას ჰქონდა თუ არ ეს წერილი და მან გადასცა თუ არა ჩანაწერი კაპანაძეს.

“ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა” – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორი ეჭვებს გამოთქვამდა მიხეილ რამიშვილის მიმართ და კითხვებს სვამდა, რატომ იცავს მათ ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს უხდიან მას. დაღუპულის დედა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

ცნობისათვის, გიორგი კაპანაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....