“ურჩი ადვოკატები ასე დაგვსაჯეს – მათი გადმოსახედიდან საქმეს ჩამოგვაცილეს, თუმცა ეს ასე არ იქნება, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის დაცვას მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე არ დადგება ჭეშმარიტება, რომ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და ფიზიკურადაც ვერ ჩაიდენდა. უღირსი საქციელია, რაც პროკურატურამ ჩაიდინა, მაგრამ სასამართლო იმავეს ვერ გააკეთებს და საქმეს ვერ ჩამოგვაცილებს.”
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.