ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაიკ პომპეო ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ჩეხეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწირფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს.

როგორც პომპეომ აღნიშნა, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები სათანადოდ თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, თუმცა საპასუხო ზომის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ბელარუსის არჩევნები და მისი შედეგები აშშ-ბელარუსის ურთიერთობებზე, მათ შორის ამერიკული ნავთობის მიწოდებაზე, პომპეომ უპასუხა, რომ აშშ ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.

„ამ საკითხზე მუშაობას ვაპირებთ. შეშფოთებულები ვიყავით არჩევნებით და უკიდურესად იმედგაცრუებული იმით, რომ ეს არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი არ იყო,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ გადაწყვეტილების მიღებისას ბელარუსი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს.

„ვნახეთ ძალადობა და ამის შემდეგ მშვიდობიან დემონსტრანტებს ისე ექცეოდნენ, როგორც არ უნდა მოქცეოდნენ. გვსურს კარგი შედეგი ბელარუსი ხალხისთვის და ჩვენი შემდომი მოქმედება ამ სურვილის შესაბამისი იქნება,“- აღნიშნა მაიკ პომპეომ.

იტვირთბა....