aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არის პატარა და დიდი საკითხები, ლელოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის” – ხოშტარია

“ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის! არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 აგვისტოს, პარტია “ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიიდან ვაკის მაჟორიტარობისთვის, ლევან კობერიძე იბრძოლებს.

მანამდე, “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას ვაკეში კონკურენტს არ დაუყენებდნენ.

იტვირთბა....