“ლელოს“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას ვაკეში კონკურენტს არ დაუყენებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხაზარაძის ტქმით, ასევე, სესაძლოა პარტიამ თბილისი გარეთ სხვა ოქლებშიც არ დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატი.
“ელენე ხოშტარიას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და, არამარტო მე, მართლა სიმპათიით ვარ განმსჭვალული. ჩვენ ალბათ ელენეს… კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, თბილისზე არ არის საუბარი [კონკურენტებს არ დავუყენებთ]“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს.