“ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ელენე ხოშტარიას დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა. ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო. სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ? ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს.”
ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 აგვისტოს, პარტია “ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიიდან ვაკის მაჟორიტარობისთვის, ლევან კობერიძე იბრძოლებს.
მანამდე, “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას ვაკეში კონკურენტს არ დაუყენებდნენ.