გერმანია ზალიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს. საბოლოო გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე გამოცხადდება.
თუკი დადასტურდება, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო სანქცირებული, ბერლინი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ ზომებს გაატარებს.
განაჩენის გამოტანის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით გამვლელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.