მესტიაში საკარანტინო რეჟიმი უფრო მეტად მკაცრდება. სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ, მუშაობენ ეპიდემიოლოგები.
დღის ბოლოს 1000-ზე მეტი ტესტის პასუხი უნდა გახდეს ცნობილი. კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 არის ლენჯერიდანაა.
მანამდე, 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში 17 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელება მოხდა თბილისიდან მესტიაში სტუმრად ჩასული პირის მიერ. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი, ასევე დამატებით რეგულაციები დაწესდა სოფელ ლენჯერსა და უშგულში.