ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველაზე მაღალი კეთილგანწყობა ილია II-ს, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი ზურაბ ჯაფარიძეს – IRI-ს კვლევა

გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაშია აღნიშნული.

დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია:

  • ამირან გამყრელიძე 74%
  • გიორგი გახარია 63%
  • კახა კალაძე 57%
  • დავით ბაქრაძე 53%
  • შალვა ნათელაშვილი 42%
  • ბიძინა ივანიშვილი 41%
  • გრიგოლ ვაშაძე 41%
  • გიორგი ვაშაძე 40%
  • დავით უსუფაშვილი 37%
  • ნიკა მელია 36%
  • ალეკო ელისაშვილი 34%
  • არჩილ თალაკვაძე 34%
  • გიგი უგულავა 32%
  • სალომე ზურაბიშვილი 32%
  • ირაკლი ოქრუაშვილი 30%
  • ირმა ინაშვილი 28%
  • მამუკა ხაზარაძე 27%
  • ნინო ბურჯანაძე 25%
  • ეკა ბესელია 17%
  • ბადრი ჯაფარიძე 14%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13%

ჩამოთვლითაგან 14%-ს არ გაუგია ბადრი ჯაფარიძის სახელი, 5%-ს ალეკო ელისაშვილის, ხოლო 4%-ს არჩილ თალაკვაძის.

ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი ილია II-ს შემდეგ აქვს ამირან გამყრელიძეს – 17%, გიორგი გახარიას 31% და კახა კალაძეს 37%, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი კი ზურაბ ჯაფარიძეს – 72%.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.

იტვირთბა....