ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბაჩალიაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნების გამო, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე შსს-ში დაიბარეს

“შსს-ში, გულუას ქუჩაზე დამიბარეს გამოკითხვაზე, დღეს, 20:30-ზე, ჩემს მიერ თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც მან სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა და რომელიც მშობლების თანხმობით გამოვაქვეყნე.”

გიორგი კაპანაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

მანამდე, გიორგი კაპანაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....