სპორტი

“ერთ გუნდში 20 წელი მუშაობა მოსაბეზრებელია”

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, არსენალთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ მისთვის დიდი ხნით ერთ გუნდში მუშაობა მოსაბეზრებელია.

“შემიძლია თუ არა ერთ გუნდში გავატარო 20 წელი, როგორც ვენგერს და ფერგიუსონს? – ეს ჩემთვის თითქმის შეუძლებელი და მოსაბეზრებელია. ამისთვის დიდი ენერგიაა საჭირო. ვენგერი და ფერგიუსონი გამონაკლისები არიან, ამასთანავე ფრანგი მწვრთნელი კლუბის სპორტული დირექტორიცაა, მას შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს გუნდში რამდენიც მოუნდება”, – განაცხადა გვარდიოლამ.

 

 

იტვირთბა....