aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“იმედია, ადეკვატური მოსამართლე შეხვდება და საქმეს პროკურატურას თავზე დაახევს” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

“მოლოდინი მაქვს, რომ ადეკვატური მოსამართლე შეხვდება და ამ საქმეს დაახევს თავზე პროკურატურას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამაზ ხომასურიძე – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა

როგორც არასრულწლოვანის მამა აცხადებს, პროკურატურას მისი შვილის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები და პროკურატურამ ბრალი მხოლოდ დაღუპულის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებების საფუძველზე წარუდგინა მას.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, გუშინ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....