„ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. საზოგადოებისთვის ზოგიერთი მაჟორიტარის თაობაზე ინფორმაცია უკვე ცნობილია, დანარჩენი მალე გაირკვევა. კერძოდ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება – გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში – დავით კირკიტაძე, თელავში – ბოტკოველი, საგარეჯოში – ლევან ბეჟაშვილი, სამტრედიაში – დევი ჭანკოტაძე. დანარჩენ კანდიდატებს ვარჩევთ. ახალი სახეებიც იქნებიან, მათ შორის მაჟორიტარებში.“
რომან გოცირიძე – პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.