“უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ – რისთვის ვაპირებთ ბრძოლას? ვიბრძვით უკეთესი და აღორძინებული ქვეყნისთვის. მაშინ უკვე იკვეთება, თუ ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ.
დღეს ამ ყველაფრის შემჩერებელი და ამ ყველაფრის ხელის შემშლელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, ამიტომ, ვაპირებ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის და ვაპირებ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის მოკლედ ფორმულა, რაც ჩვენ ამ 2-3 თვის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი.”
აკაკი ბობოხიძე – ხონის, ვანის, წყალტუბოსა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ამის შესახებ ბობოხიძემ ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.