“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატია, სოციალურ ქსელში, “ოცნებიდან” მის კონკურენტს, გია ვოლსკის დებატებში იწვევს:
“გიორგი ვოლსკი, ორი დღეა ადამიანურად გელაპარაკები. ორი დღეა იტყუები და ილანძღები. მესმის რომ პარტია გიკრძალავს, მაგრამ იქნებ სცადო ერთხელ არდამორჩილება და დამელაპარაკო საჯაროდ?ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში” – წერს ჯაფარიძე.
ცნობისათვის, “გირჩის” ლიდერს, მას შემდეგ რაც მან მაჟორიტარობის კანდიდატობაზე განცხადება გააკეთა, ანგარიშები დაუყადაღეს. თავის მხრივ კი, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძე “პოლიტიკურად უსუსურია” და ანგარიშების დაყადაღებით სპეკულირებს.