პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროული ნაბიჯები გადაიდგა, რის შედეგადაც მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ პრემიერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.
გახარიას თქმით, მესტიაში 1000 ტესტი ჩატადა, რომლის პასუხებიც დღეს გახდება ცნობილი
“გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა,”- აცხადებს გახარია.
გახარიას თქმით, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილია 919 მოქალაქე, ხოლო. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანია საკარანტინე სივრცეებში.
ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, სხვანეთში სულ 18 პირია ინფიცირებული. კორონავირუსის ინფიცირების შემტხვვების ზრდის გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.