“მე მაქვს ათწლეულების პირადი პრაქტიკა, რომ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ კლავენ და ის მიზეზი საჩხუბრადაც კი არაა საკმარისი, რომელ ადამიანის მოკვლაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, იმ აგრესიის ხარისზე, რაზეც ვსაუბრობთ, არ მიკვირს, რაც მოხდა. არ ვიცი რა ჰქვია ამათ, ვინ არიან, ქუჩის ბიჭები არიან, ძველები არიან, შავები თუ ჭრელები, მე ეს არ მაინტერესებს.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა
“დღის ამბები”
ამასტან, როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, “დამნაშავეების მთელი ბრიგადა ერთად აიყარა და ვიღაცა თავს უფლებას აძლევს, უბანი უბანზე გაუსწორდეს.”
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.