ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დამნაშავეების მთელი ბრიგადა ერთად აიყარა და ვიღაცა თავს უფლებას აძლევს, უბანი უბანზე გაუსწორდეს”- ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე დაკავებული პირებისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მოტივს, რის გამოც მოხდა გაკიდება და ფიზიკურად გასწორება სწორედ გიორგი შაქარაშვილის მიმართ, ნიკოლაძის თქმით, გამოძიებისთვის ჯერ ეს უცნობია.

“ამ ეტაპზე არ არის რაიმე მოტივი. საქმე გვაქვს სტანდარტულ მოტივთან, როდესაც გამხეცებული ადამიანების ხროვა თავს ესხმის უდანაშაულო ადამიანს და მათთვის სულერთია ვინ მოხვდებათ ხელში, მთავარია ანგარიში გაუსწორონ.

“ნახალოვკიდან ხუთი მანქანა წამოვიდა, წარმოგიდგენიათ?! დამნაშავეების მთელი ბრიგადა ერთად აიყარა და ვიღაცის მიმართ ანგარიშის გასასწორებლად წავიდნენ. მთელი უბედურება ისაა, რომ ასეთი რამ ხდება და ვიღაცა თავს უფლებას აძლევს, უბანი უბანზე გაუსწორდეს. და ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არაფერში დამნაშავე ბავშვი ეწირება ამას. და იმ აგრესიის ხარისზე, რაზეც ვსაუბრობთ, არც მიკვირს. მე მაქვს ათწლეულების პირადი პრაქტიკა, რომ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ კლავენ და ის მიზეზი საჩხუბრადაც კი არაა საკმარისი, რომელ ადამიანის მოკვლაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რაც მოხდა,”- ახადებს ნიკოლაძე.

ამასთან, ნიკოლაძე აცხადებს, რომ ვიდრე :ძველი გაგების” ადამიანები არსებობენ, მსგავსი ტრაგედიების მოხდენის საფრთე მუდმუვად იარსებებს.

“ეს საშიშროება არსებობს მუდმივად, ვიდრე ეს ადამიანები, არ ვიცი რა ჰქვია ამათ,  ვინ არიან, ქუჩის ბიჭები არიან, ძველები არიან, შავები თუ ჭრელები, მე ეს არ მაინტერესებს,”- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მისივე თქმით, ექსპერტიზა დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის შემთვევაში დამატებით გარემოებას გამოკვეთს, რაც გამოძიებას უფრო სწორი მიმართულებით წაიყვანს.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

 

 

იტვირთბა....