მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 20 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 20 მილიონ 258 ათას 403 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 739 ათას 183 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 13 მილიონ 189 ათას 933 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით მოსდევს ბრაზილია და ინდოეთი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.