„სადაც გავრცელდა ისაა სახიფათო, საიდან სად წავიდა, ჯერ კვლევა მიდის.”
პაატა იმნაძე – დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან “დაიჯესტს” განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისში გამოვლენილი 5 შემთხვევა მოსახლეობაზე გადათვლით იმაზე გაცილებით ცოტაა ვიდრე ლენჯერში გამოვლენილი 17 ახალი ფაქტი.
ცნობისათვის, პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ იკითხა “თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?”
შეგახსენებთ, დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.