aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?” – ზურაბ ჯაფარიძე

“თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს? ზოგადად ვფიქრობ, რომ სიგიჟეა ეს ყველაფერი. იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ, რომ შიდა ტურიზმი უნდა განვითარდეს, გარედან ტურისტებს არ უშვებ, რადგან ფრენები გაქვს აკრძალული, მათ შორის, როცა 24 ივლისს დიდის ამბით დააანონსეს ფრენები გავხსენითო და ახლა მესტიას კეტავ, ამას ახსნა არ აქვს. ეს ვირუსი არსად წასულა, ეს ვირუსი არსებობს. ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ართმევს თავს, უცებ ეფექტიანად გააქრო ვირუსი და გადაგვარჩინა. რაიონების შერჩევითად ჩაკეტვა, პირობითად, არის ის რომ ტონუსში გვამყოფებენ რომ არ მოვდუნდეთ.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ ჯაფარიძე – პარტია “გირჩის” ლიდერი.

 ამის შესახებ მან გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” ისაუბრა. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან დღეს 17 მესტიაში გამოვლინდა.

იტვირთბა....