ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ ვერ მოხერხდა ბაჩალიაშვილის რომელიმე სოციალურ ქსელში შესვლა – ოჯახის ადვოკატის განმარტება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სახმარაულის ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 23 წლის პროგრამისტის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა, მათ შორის ვერც “ფეისბუქსა” და ვერც სამსახურეობრივ მეილზე. მისი თქმით, პროკურატურა “ფეისბუქის” ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ქსელში შესვლა ხელმეორედ სცადონ.

“სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი – ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....