ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) რა ვითარებაა მესტიის შესასვლელთან საკარანტინო შეზღუდვების დაწესების შემდეგ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდა.

რეგულაციები ძალაში შედის დღეიდან 28 დღის განმავლობაში.

ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ სოფელ ლენჯერის შესასვლელთან ავტომანქანების კოლონაა გაჩერებული. პოლიცია არავის უშვებს, როგორც სოფელ ლენჯერში, ასევე მის გარეთაც.

შეგახსენებთ, რომ გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.

იტვირთბა....