“სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონავირუსი არის არს ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზე გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს. ასე რომ, ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს, ყველანი არ დავემორჩილებით შემდეგ იძულებულები გავხდებით შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.