ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ბიზნესმენები არიან, ვაჭრობა კარგად იციან და მცირე შედეგითაც ეცდებიან, ძალაუფლების მაქსიმალური წილი მიიღონ”- ხუხაშვილი ოქრიაშვილის პარტიაზე

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა კოალიცია”:ქართული ოცნება” დატოვა და ძმებ ბიზნესმენებ,  ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“  შექმნა. მმართველი გუნდიდან კახა ოქრიაშვილის შესაძლო დატოვებასა და მის მიერ პარტიის შექმნას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ვარაუდობდა. ხუხაშვილმა ახლა უკვე “მეტრონომთან” ოქრიაშვილის მიერ პარტიის ჩამოყალიბება შეაფასა. და არ გამორიცხა, რომ  პოლიტიკური გაერთიანება კოალიციაშიც ვიხილოთ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ პოლიტიკაში რესურსები მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ვფიქრობ, ეს პარტია რაღაცა ადგილს დაიმკვიდრებს. ეს არის ბიზნესმენების მიერ შექმნილი ერთეული, მაღალი ალბათობთ კარგი დაფინანსებით და შესაბამისი შედეგებით. არ ვთვლი, რომ ეს პარტია პოლიტიკურ კონფიგურაციას შეცვლის, თუმცა პოსტსაარჩევნო კოალიციის აუცილებლობის გაჩენის  შემთხვევაში  ყოველი პროცენტი გადამწყვეტი იქნება,”- აცხადებს ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პარტია კოალიციაში თავად “ქართულ ოცნებასთან” შევიდეს. თუმცა, არ გამორიცხავს იმასაც, რომ ისინი მეორე მხარესაც გადაიხარონ.

“მათ არცეერთ და არც მეორე მხარესთან არ აქვთ ხიდები. მე არ მგონია, რომ მათ წინასწარ თავის პოლიტიკურ გემოვნენაზე ისაუბრონ. მათ როგორც ერთ, ასევე მეორე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ასე, რომ კოალიციაში სადაც უკეთესი პირობები ექნებათ, იქით გადაიხრებიან. მთავარია, რომ ისინი ბიზნესმენები არიან, ვაჭრობა კარგად იციან და მცირე შედეგითაც შეეცდებიან, რომ მაქსიმალრი ძალაუფლების წილი მიიღონ.

საქართველოში ყველაფერი ხელოვნურია, აქ ბუნებრივად არაფერი ხდება. მგონია, რომ კონტექსტში შესაძლოა ფიქრობდნენ რაღაც კოალიციაზე ივანიშვილათან, მაგრამ დღეს რომ გადაწყვეტილი ჰქონდეთ და შეთანხმებული იყვნენ, არ ვფიქრობ ასე,”- აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამასთან, ანალიტიკოსი ოქრიაშვილის პრინციპულობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის რეალურად ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მისი პოზიცია ბოლომდე უცვლელად შეინარჩუნა.

“მიუხედავად იმისა, რომ მე ოქრიაშვილის მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე საერთოდ არ მომწონს ადამიანები, რომლებიც პარტიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით ვინაა ხელისუფლებაში. მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ის თანმიმდევრული იყო. ფაქტობროვად, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც თანმიმდევრულად იქცეოდა სხვა სამარცხვინო მაჟორიტარებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ ამტკიცებდნენ, რომ ისინი საარჩევნო ცვლილებებს არავითარ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს და ასეთივე კატეგორეულობოთ დაუჭირეს მხარი,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე კახა ოქრიაშვილი უფრო პრინციპული და თანმიმდევრული აღმოჩნდა, შესაბამისად, თანმიმდევრულობა დასაფასებელია.

ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და მან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ოქრიაშვილის მიერ  “ქართული ოცნების” დატოვების მიზეზი, სავარადოდ, სწორედ ეს გახდა.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....