ახალი ამბები მთავარი

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ბეირუთის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია დედაქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარვან აბოუდის თქმით, ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება გასული კვირის სამშაბათს მოხდა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ საწყობში უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

იტვირთბა....