დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარის, დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.
როგორც კაპანაძის დედა აცახადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეა კაპანაძე ჟურნალისტებს დაემალა სიმართლეს არ შეესაბამება.
“თბილისში არაა, ძალიან ცუდადაა, ყველაზე მეტად ვინც თამუნას მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა ეს არის ჩემი შვილი. ტელეფონიც ჩამორთმეული აქვს და ინფორმაციასაც არ ვაწვდით რაც თქვენ ეთერში გაუშვით. რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, პირად ცოხვრებაში ეჭრებით, ამაზე ყველა პასუხს აგებთ”, – თქვა კაპანაძის დედამ.
ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, დეა კაპანაძე გაუჩინარდა და გაწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია.
ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, თამარს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში თქვა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.