ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი… შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა…” – ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

გარ­დაც­ვლი­ლი თამარ ბაჩალიაშვილის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის ახალგაზრდა ქალს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ამის შესახებ დეა კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა. როგორც ბაჩალიაშვილის მეგობარი აღნიშნავს, მან არ იცის, თუ სა­ი­დან მო­ვი­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე და ვი­ნაა ის.

დეა კაპანაძის განცხადებით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბულს 2018 წელს და­შორ­და. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, პირი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულს უწო­დებს, მას თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და ცდი­ლობ­და მის­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღო. მი­სი­ვე თქმით, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლა სურ­და.

“არ ვიცი ეს ადა­მი­ა­ნი სა­ი­დან მო­ვი­და, არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი… თა­მუ­ნას ჰყავ­და ერთი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მარ­ტო, რო­მე­ლიც ვიცი და თვი­თო­ნაც გა­მაც­ნო და ახ­ლაც მაქვს იმ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი. ეს არ არის ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, სა­ერ­თოდ, 22-ში თუ 23-ში ბა­ჩა­ნამ რომ მომ­წე­რა, უბ­რა­ლოდ მი­სა­მარ­თი გა­ვუგ­ზავ­ნე, “გი­ფე­ბი” და სუ­რა­თე­ბი ჩა­მი­ყა­რა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი – შენ ვინ ხარ, შენ­ზე რა­ტომ არ მი­თხრა თა­მუ­ნამ არა­ფე­რი-მეთ­ქი.

კონ­ტაქ­ტში შე­ვე­დი, როცა თა­მუ­ნა მო­ას­ვე­ნეს, ბა­ჩა­ნამ სუ­რა­თე­ბი და “გი­ფე­ბი” ჩა­მიგ­დო, ვენ­დე, მე­გო­ნა, რომ კურ­სე­ლი იყო, ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ყე­ვი, მი­მო­წე­რა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებ, ჩემი ტე­ლე­ფო­ნიც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, არ ვიცი სა­ერ­თოდ ეს ადა­მი­ა­ნი რას წარ­მო­ად­გენს. როცა შევ­ხვდი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და. მგო­ნი, მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვილ­მა თქვა, კი­თხვებს მის­ვამ­და და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა და­ი­მა­ტა, ჩემი და თა­მოს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი ვინც იყო, ყვე­ლას მი­წე­რა და უს­ვამ­და უამ­რავ კი­თხვას, სულ თა­მუ­ნას გარ­შე­მო“ – გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

 

იტვირთბა....