ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან” – ადვოკატი

ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან – ამის შესახებ, მკოიანის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მკოიანს ორჯერ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაურეკეს.

“დაურეკეს მისსავე მობილურზე, Messanger-ის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადა, რაც ბატონმა ენზელმა მითხრა, რომ ჩამოსცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდვენ”, – თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მკოიანს 4 დღის შემდეგ, ამჯერად WhatsApp-ის საშუალებით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავს, მოკლავენ.

იტვირთბა....