ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ
საქალაქო სასამართლოში მცირე ინციდენტი მოხდა. ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას გამოცხადებულ შესვენებაზე “რუსთავი2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია დარბაზიდან გავიდა, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა. ვითარება მალევე განიმუხტა. აღნიშნული ქალბატონის მტკიცებით, რომელიც ჟურნალისტებს ლიზი ყაულაშვილად გაეცნო, “ნიკა გვარაიამს 2006 წელს ავარია მოუხდა, რომლის გამოც მისი შვილი, რამაზ გაბოშვილი გარდაიცვალა”.
“გვარამია იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და სასტუმრო “აფხაზეთთან” ავარია მოხდა. სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ჩემი შვილი სასტუმროს აივანზე იდგა, გადმოიწია და გადმოვარდა. დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ჭიპაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ჩემი შვილი საავადმყოფიში აპარატიდან გამორთეს. რომ არ მომხდარიყო ეს ავარია, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლიზი ყაულაშვილმა.