ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმი- ჩაქვის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმი- ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

არასწრულწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოტავსებული. მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....