ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგებით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. ამის შესახებ Euronews იუწყება. გამოცემის ცნობით, ბელარუსში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. წინასწარი შედეგებით ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 80% მოაგროვა.
მეორე ადგილს, 6.8 პროცენტით ოპოზიციური ძალის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იკავებს.
ცესკოს მონაცემებით, 18:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 79% შეადგინა.