”ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მაგრამ იმის თქმის საფუძველი, რომ ხვალ ქვეყანა ქაოსში, ჩაგვრაში, დაპირისპირებაში, სამოქალაქო ომში აღმოჩნდება, არ არსებობს. არავის არაფერი გამოგვეპარება. მე გარანტიას გაძლევთ, ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რაც არ უნდა დაგეგმოს ინდივიდუალურმა პირებმა, არაფერი გამოვა. საზღვარზე კონტროლი ძალიან სერიოზულია. ბოლო მოვლენების გამო, ჩვენ ასევე გავაძლიერეთ დაკვირვება.”
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ანდიდატად რეგისტრირებულია ხუთი ადამიანი. მათ შორისაა თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.