“ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ჯაფარიძემ ამომრჩევლებს საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები გააცნო.
“ეს არის უნიჭიერესი ადამიანებით დასახლებული საარჩევნო ოლქი, ისევე როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად შეკითხვებიც იყო ძალიან გონივრული, ძალიან საინტერესო. ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან შეიძლება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.