ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი.

„დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და სამწუხაროდ პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო იმიტომ, რომ პოლიცია ვეღარ იცავს კრიმინოგენულ სიტუაციას, მათ მხოლოდ პოლიტიკური დავალებები აქვთ. მათ ეუბნებიან, რომ კრიმინალები გარეთ უნდა გამოუშვან და ხდება ის, რაც ხდება. ხომ ხედავთ უკვე აუტანელია, ადამიანს ეშინია საკუთარი ბავშვის ქუჩაში გასეირნების, საღამოს ხალხს ეშინია ქუჩაში გასვლის.

ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, პოლიციას უნდა დაუბრუნდეს ღირსება და პოლიციას უნდა ჰქონდეს ერთი მითითება, რომ დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალების მფარველობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....