ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როდესაც თამუნას დაკარგვის შესახებ შევიტყვე, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით” – ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშო იაკობიძე დაკითხა. მის შესახებ ინფორმაცია პირველად ბაჩალიაშვილის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, ბაჩანა ლობჟანიძემ გააჟღერა. გამოძიებას იაკობიძის შესახებ ინფორმაცია სწორედ მან მიაწოდა.

მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის ნამდვილად საკუთარი ძალებით ეძებდა 23 წლის ახალგაზრდა ქალს.

„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად, გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო. ბაჩანაც ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება. თამარმა ბოლოს 12 ივლის მომილოცა უნივერსიტეტის წარმატება, მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი“ – განაცხადა მიშო იაკობიძემ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....