aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად სულ მცირე 172 ადამიანი დაშავდა – რა ვითარებაა ადგილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბეირუთში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა ბარიერის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად სულ მცირე 172 ადამიანი დაშავდა. მონაცემებს წითელი ჯვრის ადგილობრივი წარმომადგენლობა ავრცელებს. უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 55 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 117-ს კი, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

მიმდინარე აქციას 5 000-მდე მოქალაქე შეუერთდა. მათ 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება და რეაგირება გააპროტესტეს. როგორც უცხოური მედია წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებენ ფრაზებს: “ხალხს რეჟიმის დაცემა სურს” და “წადით, ყველანი მკვლელები ხართ”.

ცნობისათვის, 4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე 158 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 6 000-ს აჭარბებს. მედიის ცნობით, 21 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულია.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ.

იტვირთბა....