კომპანია “ზეგ”-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც “ზეგ”-ის ადვოკატმა თქვა, კომპანიის 5 თანამშრომლის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა უსაფუძვლოდ ჩატარდა. ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ნიშნით ჩატარდა ჩხრეკა კონკრეტულად 4 პიროვნებაზე.
“თქვენთვის ცნობილია, რომ გუშინ კომპანია ზეგ-ის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ეს განჩინება 1-ლი აგვისტოთი იყო დათარიღებული, 7-ში ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან. მხოლოდ იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები, მაგრამ უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებაში ამაზე არ იყო.
2 მათგანი გასაგებია, ერთი დირექტორია და მეორე დამფუძნებელი ამ ფირმის, მაგრამ დანარჩენები როგორ შეირჩა ვერ გეტყვით” – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
ცნობისათვის, 7 აგვისტოს კომპანია “ზეგ”-ის 5 თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია რამდენიმე ლეპტოპი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.