მთავარი ციტატა

“თამარმა მკითხა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და არ დამაცადა პასუხის გაცემა” – ბაჩანა ლობჟანიძე

“ლისზე როცა ვიყავით, თამარმა მე მკითხა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და არ დამაცადა პასუხის გაცემა და მეუბნება: “მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობაა”

ბაჩანა ლობჟანიძე, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარი

ამის შესახებ ლობჟანიზემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა

ბაჩალიაშვილის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით,თამარს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ამის შესახებ კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა.

შეგახსენებთ, დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავიაბილეთები იაფად

 

იტვირთბა....