გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალაიშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.